ფარდაგები ოკუპირებული ქსნის ხეობიდან


გამოფენა ქსნური ფოლკლორი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, 2016 წ.

ქართლის ამ ხეობაში სიცოცხლე ათასწლეულების მანძილზე უწყვეტად გრძელდებოდა. არქეოლოგიური მონაპოვარი, ციხე-სიმაგრეები, წარწერებით, რელიეფებითა და ფრესკებით შემკული ეკლესია-მონასტრები, სამოსახლოები, ხალხის ყოფა, სამეურნეო კულტურა - ყველაფერი ეს ქსნის ხეობაში ადგილობრივი, მკვიდრი ქართული მოსახელობის მუდმივ არსებობაზე მეტყველებს. სწორედ არსებობის ამ უწყვეტმა გეზმა განაპირობა, რომ ქართული ხელოვნების საგანძურში თავისი ადგილი აქვს მიჩენილი ქსნურ კულტურას - თითქოსდა არაფრით გამორჩეულს, ამასთანავე ბუნებრივს, სადა ხასიათით ქმნილს, თუმცა ნიშანდებულად არქაულს, უძველესი ქართველური ბუნების მომცველსა და მატარებელს.

ფარდაგი სოფელ იკოთიდან, მე-19 საუკუნე

    ქსნის ხეობაზე ადრეული ხანის საისტორიო მასალები მწირია, თუმცა იქ ცხოვრების უწყვეტობაზე და განვითარების ეტაპებზე ზოგად წარმოდგენას მაინც გვიქმნის საუკუნეების განმავლობაში, ხეობის სხვადასხვა კუთხეში მრავლად შექმნილი საერო თუ საეკლესიო ნაგებობა, ამასთან, ხელნაწერი წიგნების მინაწერები. სოფელ საძეგურის სიახლოვეს აღმოჩენილი წინაქრისტიანული პერიოდის, ე.წ. საძეგურის განძის

იხ. პრეზენტაცია "ქსნური ფარდაგი"

არქეოლოგიური მასალა იმ ხანებში ხეობაში აქტიურ სამეურნეო თუ კულტურულ ცხოვრებას ცხადყოფს. ქსნის ხეობის მმართველთა განსაკუთრებული აქტიურობა VIII-IX საუკუნეებში ჩანს - ვიდრე ქსნის ხეობა ერთიან საერისთავოდ ჩამოყალიბდებოდა, მოიცავდა ქსნის ზემო და ქვემო წელს. თუმცა ორივე ნაწილში იმ ხანებშიც კი ხელოვნების განვითარება თანაგვარად მიმდინარეობდა - იქ სწორედ ამ საუკუნეებში იქმნება საერო თუ საეკლესიო ნაგებობათა უმეტესი ნაწილი. 

ქსნური ფოლკლორი - სამსონ ლეჟავა, გადაცემა ჩვენი ფონდი, საპატრიარქოს ტელევიზია

ყელის ტბიდან მოტანილი ქსნის ხეობის ჰაერი რომ ჩავისუნთქეთ, პირველი განცდა სწორედ ეს იყო - თითქოს პირდაპირ ვეხებოდით იმ უძველეს ქართველურს, დღემდე „ხელუხლებლად“ შემონახულს, რაც საქართველოს სხვა რეგიონებში ასე მწირად შემორჩა. ტკივილნარევი სიხარულის განცდა - ხეობის გაცნობა ხეობელების გარეშე - უფრო გვაშურებდა, ყველაფერი შეგვეცნო იქ: ქსნის ხეობის კულტურული მემკვიდრეობიდან დაწყებული, დამთავრებული ქსნური დიალექტით, სიმღერასავით რომ ისმინება. ამ კატალოგის შექმნის სურვილიც ეს იყო - დღეს, ამგვარ დროებაში გაგვეხსენებინა, გაგვეცოცხლებინა, ზოგიერთისთვის კი გაგვეცნო ქსნის ხეობა.

იხ. გამოკითხვა


Comments