საინფორმაციო ომი და ისტორიის გაყალბება - ოკუპაციის მთავარი გამოწვევა


კულტურული მემვკიდრეობის ძეგლების რუკა, შედგენილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიერ


ცხინვალის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ისტორიის მიზანმიმართული გაყალბება – სატელევიზიო საშუალებებით, გაზეთებითა თუ სხვადასხვა პუბლიკაციების მეშვეობით. ქართული კულტურული მემკვიდრეობა მოიხსენიება ალანური კულტურის ძეგლებად.


ინფრომაცია ოსურ საინფორმაციო საიტზე

ოკუპირებულ შიდა ქართლში ბოლო ხანებში მიზანმიმართულად იცვლება ტოპონიმები, რაც, ცხადია, კულტურული ძეგლების სახელწოდებებზეც აისახება. როგორც ცნობილია, ამჟამად ოსურ–რუსულად ითარგმნება 2002–2007 წლებში საქართველოში გამოცემული ოთხტომეული – შიდა ქართლი (ავტორი – ცირა დადიანიძე). რომელიც დაფუძნებულია საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ 1981–1986 წლებში ამ რეგიონში ჩატარებული საექსპედიციო მასალებსა და იმავე წლებში შედგენილ ძეგლების პასპორტებზე. ოსურ–რუსულად თარგმნილ

ზაზა ცოტნიაშვილი საინფორმაციო ომის შესახებ

წიგნში ციხე–ეკლესიები სახელდებული იქნება ახალი ოსური ტოპონიმებით და ფრჩხილებში მითითებული ავთენტური, ანუ ქართული სახელწოდებით. ამას გარდა, გამოიცა ოსურ–რუსული სამტომეულის ჯერ–ჯერობით მხოლოდ პირველი წიგნი – სამხრეთ ოსეთის ტოპონიმიკა,  ჯავას რაიონი – სადაც შეცვლილია არა მხოლოდ ეკლესიებისა და სოფლების, არამედ 

იხ. გამოკითხვა

ყველა გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება – სოფლების, მდინარეების, ხეობების, ბილიკების და ა.შ. ტოპონიმების შეცვლა ხდება ზოგჯერ ქართული სახელწოდების ოსურად თარგმნით, გვხვდება ნაწილობრივ (რომელიმე ასოს მომატებით ან მოკლებით) და ასევე სრულიად ფუძეშეცვლილი სახელწოდებებიც.


Comments